Saturday, November 12, 2016

მესამე მოდული რეფლექსია

 ტრენინგის მესამე მოდულის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში დავწყვილდით: გამოვოყენეთ მეთოდი: ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე". გადავხედეთ ერთმანეთის პროექტებს და გავუზიარეთ ჩვენი აზრი. მეწყვილეს მივეცი რჩევა საკვანძო კითხვის დასმასთან დაკავშირებით. მანაც მომცა რჩევა- შემეცვალა რამდენიმე შინაარსობრივი კითხვა.
   ამ მოდულის ფარგლებში გავეცანით იმ მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ და შესაბამისად გავიაზრეთ თუ რომელი შეფასების მეთოდი გამოგვეყენებინა ჩვენს პროექტში. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შეფასების  მოკლე მონახაზი.
        გავეცანით 21-ე საუკენის უნარებს. კერძოდ ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს რომელ ფაზაში დაგვჭირდება ტექნოლოგიები. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სხვადასხვა საიტზე შესვლა, როგორ გადაუგზავნოთ ლინკი. ვესაუბროთ ბავშვებს საავტორო უფლებების დაცვაზე და ა. შ.
       ტრენინგი მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. ძალიან მომეწონა საიტზე განთავსებული სხვადასხვა სახის ჩეკლისტების ფორმები, რომლებსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების და თვითშეფასების დროს.

No comments:

Post a Comment